ახალი ამბები

15 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ოქროს მაღაროში

20 ოქტომბერი, 2019 • 931
15 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ოქროს მაღაროში

Სულ ცოტა 15 დაიღუპა, 13 მაღაროელს კი ეძებენ რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, სადაც ძლიერმა წვიმების შედეგად წყალმა  ოქროს საბადოს კაშხლის ჯებირი გაარღვია. 

Ბიბისის ცნობით, 14 დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. 

Მომხდარის გამო Რუსეთში გამოძიება ოქროს საბადოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. 

Რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ბიბისი წერს, რომ ჰიდროტექნიკური ნაგებობა თვითნაშენი და არ იყო რეგისტრირებული. 

“მედუზას” ცნობით, უკვე დააკავეს იმ კომპანიის დირექტორი და კიდევ ორი თანამშრომელი, რომელსაც კაშხალი ეკუთვნოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი