ახალი ამბები

ვაზისუბანში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

18 ოქტომბერი, 2019 • 883
ვაზისუბანში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ვაზისუბანში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდგომ კი- სხვა სამ ავტომობილს. ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

უწყების თქმით, მომხდარის შედეგად ქალი გარდაიცვალა, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მძღოლი ავარიისას მთვრალი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი