ახალი ამბები

Ryanair-ით თბილისი-მილანის რეისზე ბილეთი 20 ევროდან ეღირება

21 აგვისტო, 2019 • 2082
Ryanair-ით თბილისი-მილანის რეისზე ბილეთი 20 ევროდან ეღირება

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

როგორც ავიაკომპანიის ვებგვრდზეა მითითბული, თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისები ნოემბერში დაიწყება და ბილეთის ფასი 20-დან 60 ევრომდე მერყეობს სხვადასხვა თარიღზე. თუმცა, ამ დროისთვის ბილეთების ყიდვა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი.

რაც შეეხება მარსელისა და ბოლონიის მიმართულებებს, ავიაკომპანიის ვებსაიტზე რეისების თარიღები და ბილეთების ფასი ამ დრომდე არ არის მითითბული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი